თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი სააკაშვილზე

22.11.21 18:26
 თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად,  მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი სააკაშვილზე

სამთავრობო კონსილიუმის წევრი, ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მიხეილ სააკაშვილი ამ დღეებში უფრო კალორიული პროდუქტების მიღებას დაიწყებს.

დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. ექიმები ვართ კმაყოფილი. დღეს კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული. სააკაშვილი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექოკარდიოგრაფია გავუკეთეთ, ყველა ანალიზი კეთდება ყოველდღე. შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა, ცილაც, ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება. გაგვიხარდა, რადგან როგორც იქნა, ალბუმინის ქვედა ზღვარი იყო 34, ნორმალური. 

ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაში. კალორაჟს ნელ-ნელა გავაფართოვებთ. სხვადასხვა პროდუქტებს ნელ-ნელა შევიყვანთ. ეს ალბათ, ორშაბათამდე გაგრძელდება. მერე სხვა ტიპის კვებაზე გადავალთ, რომელიც 3 კვირით დაინიშნება. 

თავად თავს გრძნობს უკეთესად, სისუსტე რჩება და ეს ნურავის გაგიკვირდებათ. 50 დღე რომ ადამიანი შიმშილობს, ნურავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ამიტომ ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს - განუცხადა მედიას ელენე გიორგაძემ.