სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, ის უნდა გათავისუფლდეს! - ადვოკატი

22.11.21 19:07
სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, ის უნდა გათავისუფლდეს! - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სუსტად, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა შეწყვიტა - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა გორის ჰოსპიტალთან განაცხადა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ძალიან სუსტად. ვიზუალურად ეს მარტივად აღიქმება. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, არ შეიძლება ერთ ან ორ დღეში მოხდეს ჯანმრთელობის აღდგენა.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სააკაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე და მორალურ მხარეზე.

ნორმალურ ქვეყნებში გათავისუფლებაც კი ხდება, როცა პატიმარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. ვინაიდან სააკაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ის უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს შესაძლებლობა, რომ მისი ჯანმრთელობის აღდგენა თავისუფლებაზე მოხდეს", - ამბობს ადვოკატი.