ციხეში იყიდება სუბოტექსი და ფსიქოტროპულები - მსჯავრდებული სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებიდან

22.11.21 20:09
ციხეში იყიდება სუბოტექსი და ფსიქოტროპულები -  მსჯავრდებული სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებიდან

სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-5 დაწესებულების პატიმარი ამტკიცებს, რომ ციხეში ნარკოტიკი იყიდება, გისოსებს მიღმა სუბოტექსი ციხის ადმინსიტრაციის ხელშეწყობით შეაქვთ და ნებისმიერი მსურველი ყიდულობს.

მსჯავრდებულს, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვის შესახებ ტვ პირველისთვის ინფორმაციის მიწოდება სურდა, სატელეფონო ზარის საშუალება ადმინისტრაციამ არ მისცა. პატიმარი ტვ პირველისთვის მიცემულ წინა ინტერვიუებში ყვებოდა, რომ ციხეებში გამოუვალი მდგომარეობაა,  100-ზე მეტი პატიმარი კოვიდინფექციას გაუსაძლის პირობებში ებრძვის. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაცია ხელს უწყობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის დამკვიდრებას.

ნახევარი ზონა, იმ დროს როცა თქვენ დაგირეკეს და გითხრეს, რომ არ არიანო, მაშინ ზუსტად 100 ქალი იყო დაინფიცირებული და ერთი თვე ისეთ იზოლაციაში გვამყოფეს, რომ წამალს რომ ვითხოვდით, გვეუბნებოდნენ, წყალი მიიღეთო და წყალი გიშველითო. არაფერს არ გვაძლევდნენ. მხოლოდ წყალი და ვაშლის კომპოტი და ის გიშველითო.

შედიან, სათობით სხედან. მიკვირს, რაზე ესაუბრებიან, საათობით რომ სხედან. რატომ სარგებლობენ ისინი პრივილეგიებით და რატომ იწყალებს მათ პრეზიდენტი. იწყალებს ისეთებს, ვისაც... ორგანიზებული დანაშაული აქვთ ჩადენილი. შერჩევითია ზოგადად ყველაფერი. ვისაც პატრონი ჰყავს, ნორმალურად გრძნობს თავს. - აცხადებს პატიმარი.

პატიმრის ინფორმაციით, ციხეში საკვებს იმდენად მცირე ულუფებით აწვდიან, რომ მსჯავრდებულთა უმრავლესობას შიმშილობა უწევს.  

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით,  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პატიმრები  დახმარებას ითხოვენ. პენიტენციური სამსახური კი,  როგორც ყველაზე ჩაკეტილი უწყება, მესამე სექტორს ციხის კარს არ უღებს და პატიმრების მდგომარეობაზე ინფორმაციას არ აწვდის. 

პატიმარი აცხადებს, რომ არის შერჩევითი მიდგომა ადმინისტრაციის მხრიდან. ამ ფაქტებზე ნამდვილად იყო საუბარი, რაც შეეხებეა ყოფით პრობლმებს, ეს პრობლემები ნამდვილად არსებობს - აცხადებს  ეკა ქობესაშვილი, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელი.

 მსჯავრდებულის თქმით,  იდენტიფიცირების შემთხვევაში მას ციხეში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. 

მსგავსი სიახლეები