სტიქია თელავში - ძლიერმა წვიმამ თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოიყვანა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა
სტიქია თელავში - ძლიერმა წვიმამ თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოიყვანა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა.
ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, წყალი საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებში შევიდა. დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. უხვმა ნალექმა ავტომობილებიც დააზიანა.
ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. ზოგიერთი საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი ამ დროისათვის უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები.
ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
არსებული ინფორმაციით, ვიდრე მდინარის დინება არ შეწყდება, ზარალის დათვლა ვერ ხეხდება.