პოლიციამ დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა
გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
„სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამჟამად, დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.