პატიმრების შეწყალება - მზად არის თუ არა "ოცნება" სინოდის მიმართვა გაითვალისწინოს

13.07.26 20:51
პატიმრების შეწყალება - მზად არის თუ არა "ოცნება" სინოდის მიმართვა გაითვალისწინოს

პატრიარქის შემდეგ სინოდი - მღვდელმთავრები მიხეილ ყაველაშვილთან ოფიციალური მიმართვისთვის ემზადებიან. "ოცნების" არჩეულ პრეზიდენტს ეკლესია პატიმრების შეწყალების თხოვნით უკვე მეოთხედ მიმართავს - ვერც სინოდის წევრები და ვერც პატრიარქი ყაველაშვილთან აუდიენციის კონკრეტულ თარიღზე ვერ საუბრობენ.

ცურტაველი მიტროპოლიტისგან განსხვავებით დღეს სინოდის სხვა წევრებს შეწყალებაზე საუბრის სურვილი აღარ გამოუჩენიათ - თუ პატრიარქის არჩევამდე ისინი ღიად აფიქსირებდნენ პოზიციას პატიმრებისთვის ციხის კარის გახსნაზე, დღეს დუმილი ამჯობინეს. პატრიარქის არჩევიდან ორი თვე გავიდა, საპატრიარქოც და წმინდა სინოდიც აღსაყდრებამდე ბევრს საუბრობდნენ შეწყალების მნიშვნელობაზე, აანონსებდნენ ყაველაშვილთან კონსულტაციებს - იყო პირისპირ შეხვედრებიც, თუმცა, არჩევიდან ორი თვის თავზე პროცესები ისევ გაყინულია.

ციხეები გადავსებულია - საქსტატის ინფორმაციით, სამ ციხეში იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ლიმიტითაა განსაზღვრული - რა გამოსავალი არსებობს ამ დროს? - შეწყალება ან ამნისტია. ყაველაშვილს იანვრის შემდეგ არცერთი პატიმარი აღარ შეუწყალებია - მიზეზი დღეს კობახიძემ გათქვა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში