გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა უფასო მხოლოდ 1-ელ დეკემბრამდე იქნება

23.11.21 12:42
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა უფასო მხოლოდ 1-ელ დეკემბრამდე იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის გაკეთება უფასოდ მხოლოდ  პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.

NCDC-ის განცხადებით, გრიპის ვაქცინა 6 თვის ასაკის ზემოთ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის ვაქცინით ასაცრელად მოქალაქეებმა ადგილობრივ პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ.

განცხადებაში  ნათქვამია, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროულად ადმინისტრირების რეკომენდაცია გასცა. ორი ვაქცინით ერთდროულად აცრა სრულიად უსაფრთხოა.

 სეზონური გრიპის მართვა ადამიანებმა 1940-ანი წლებიდან ვაქცინის წყალობით შევძელით. ამის გამო შესაძლოა გრიპის ვირუსი სერიოზულ საფრთხედ არ აღვიქვათ, თუმცა ამ ზამთარს მისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია", - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები