"ატლანტიკური საბჭოს" კვლევა - საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსში პოზიციებს კარგავს

16.07.26 12:41
"ატლანტიკური საბჭოს" კვლევა - საქართველო თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსში პოზიციებს კარგავს

"ანალიტიკური საბჭოს" "თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსით", რომელშიც 2025 წლის მდგომარეობაა ასახული, საქართველო თავისუფლების გაუარესების დინამიკის მქონე ქვეყნების ჯგუფშია. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ამავე ჯგუფში არიან: აშშ, ეკვადორი, სიერა ლეონე, ტანზანია, ნიგერი, მადაგასკარი, გვინეა-ბისაუ, ჰაიტი, ბურკინა-ფასო.

საქართველო "ზომიერი თავისუფლებისა" და "ზომიერი კეთილდღეობის" ქვეყნებს შორის მოხვდა: თავისუფლების რეიტინგში 73-ე ადგილს იკავებს 171 ქვეყანას შორის; კეთილდღეობის რეიტინგში კი - 43-ე ადგილს 171 ქვეყანას შორის.

ყველაზე დაბალი ქულები საქართველოს "კანონის მკაფიოობის" (43.6), "სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის" (53), "საკუთრების უფლების" (54.1), "აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვის" (57.7), "ბიუროკრატიისა და კორუფციის" (57.9) და "უსაფრთხოების" (58.9) ქვეინდექსებში აქვს.

მსგავსი სიახლეები