(იოსებ სიგუამ) სამაჯურის გაუქმება მოითხოვა, მიიღო უარი, ახლა ითხოვს შემაკავებლის გაუქმებას - სოფიო სიგუა-შატბერავა ქმარზე

16.07.26 13:07
(იოსებ სიგუამ) სამაჯურის გაუქმება მოითხოვა, მიიღო უარი, ახლა ითხოვს შემაკავებლის გაუქმებას - სოფიო სიგუა-შატბერავა ქმარზე

 

 

საქალაქო სასამართლოში შსს-ს მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს - დღევანდელ სხდომაზე სასამართლო იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმების საკითხს განიხილავს.

საქმეს მოსამართლე ლელა გოგიშვილი იხილავს, რომელმაც სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად მედიას სასამართლო პროცესის დატოვება მოუწია.

როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ცოლმა, სოფიო სიგუა-შატბერავამ სსხდომის დაწყებამდე განაცხადა, იოსებ სიგუამ ელექტრონული სამაჯურის გაუქმებაზე უარი მიიღო და ახლა მხოლოდ შემაკავებლი ორდერის გაუქმებას ითხოვს. 

ქალმა ისაუბრა ქმრის მიერ ადევნებაზე, თქვა, რომ სადაც მიდის, ყველგან იოსებ სიგუა ხვდება.

სოფიო სიგუა-შატბერავამ კომენტარი გააკეთა შსს-ს მაღალჩინოსნის ადვოკატის განცხადებაზეც და თქვა, რომ ქონება, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს, მა და იოსებ სიგუას თანაცხოვრებაში აქვთ შეძენილი - "აქედან გამომდინარე, ამაზე ვერ იდავებ, ისედაც 50/50-ზეა. ეს არის სრული აბსურდი". 

მან სამაჯურის გაუქმება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ახლა უკვე ითხოვს მხოლოდ შემაკავებლის გაუქმებას, მაგრამ ეს არის სრულიად ალოგიკური. ეს სამაჯური არის გამოწვეული ზუსტად შემაკავებელი ორდერიდან. არ ვიცი, ეს მოთხოვნა რამდენად ლეგიტიმურია, თუმცა ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. ყოველთვის ჩემს უკან არის. სადაც არ უნდა ვიყო, გავიხედავ, ყოველთვის ჩემთან დგას. ამის ფოტო მასალაც არის. ადევნებას ახორციელებდა კი.   

მე არანაირი დავა არ დამიწყია, არანაირი საჩივარი არ არსებობს ჩემი. ეგ არის თავისი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა. პირიქით, თვითონ დაიწყო დავა დედაჩემის წინააღმდეგ, ჩემს წინააღმდეგ არა. ეს არის ჩემი ბიზნესი, აქედან გამოდმინარე ადვოკატი, გადაფარვის მიზნით, ცდილობს აქცენტი ქონებაზე გადაიტანოს, თუმცა ჩვენ ყველაფერი თანაცხოვრებაში გვაქვს შეძენილი, აქედან გამომდინარე, ამაზე ვერ იდავებ, ისედაც 50/50-ზეა. ეს არის სრული აბსურდი,“ - განაცხადა სოფია სიგუა-შატბერავამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ თანამდებობა დატოვა. 

მანამდე, 4 ივლისს  სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.

საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

11 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს ელექტრონულ სამაჯურს დაუტოვებენ. 

 

მსგავსი სიახლეები