სოფიო სიგუა-შატბერავა: იოსებ სიგუამ ორი ცრუ მოწმე წარმოადგინა - პოლიციის მაღალჩინოსნები გიორგი რუხაძე და გიორგი გიორგაძე

16.07.26 14:44
სოფიო სიგუა-შატბერავა: იოსებ სიგუამ ორი ცრუ მოწმე წარმოადგინა - პოლიციის მაღალჩინოსნები გიორგი რუხაძე და გიორგი გიორგაძე

 

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას განცხადებით, მისმა ქმარმა დღევანდელ პროცესზე მიოწმეებად პოლიციის მაღალჩინოსნები - გიორგი რუხაძე და გიორგი გიორგაძე მიიყვანა. 

ქალი, რომელიც შსს-ს მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშუალებს, ამბობს, რომ გიორგი რუხაძე და გიორგი გიორგაძე ცრუ მოწმეები არიან, რადგან მისი თქმით, არცერთ მათგანმა არ იცის, რა ხდებოდა მის ოჯახში და არ შესწრებია ძალადობის ეპიზოდებს. 

„მე არ მინოდოდა, რომ პროცესი დასუხურულიყო -  მაგრამ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. გადადეს იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდათ სათანადო მტკიცებულებები და გვჭირდება დრო, რომ საქმეს გავეცნოთ საქმესო - სიგუას სამი ადვოკატი ითხოვს ამას. მან კიდევ ორი ცრუ მოწმე წარმოადგინა, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან - გიორგი რუხაძე და გიორგი გიორგაძე.

სიგუამ ერთ-ერთი უძრავი ქონება, რომელზეც მე პრეტენზია არ მქონდა, თავის მეგობარ გიორგი გიორგაძეს მაისში გადაუფორმა.

გიორგაძეს არ უნახავს მე სიგუა მირტყამდა თუ არ მირტყამდა - ის სამსახურის სამმართველოს უფროსია - მას რა უნდოდა ჩემს ოჯახში? არანაირად არ იცოდა რა ხდებოდა შიგნით სამზარეულოში - ეს ძალადობები როგორ უნდა ენახა. ძალადობას ვფარავდი და როგორ ეცოდინებოდა პოლიციელს შიგნით რა ხდებოდა?

ეს არის ცრუ მოწმეობა, გიორგაძემ ამასთან დაკავშირებით არაფერი არ შეიძლება იცოდეს. 

ვფიქრობ, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს ამ „ქეისთან“ მიმართებაში მოწმეობა საერთოდ არ ევალებათ. ჩემს ოჯახთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

ჩემი მოთხოვნაა, რომ [იოსებ სიგუას] ჰქონდეს შემაკავებელი ორდერი და სამაჯური“, - განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

იოსებ სიგუას ცოლის ადვვოკატების პოზიცია იყო, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები - გიორგი რუხაძე და გიორგი გიორგაძე სასამართლოში არ გამოკითულიყვნენ.

მათ მიერ მიცემული ჩვენება არ იქნება ობიექტური, პირიქით, სუბიექტური იქნება და არ მგონია, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს - განაცხადა უფლებადამცველმა თამარ ლუკავამ.

ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს მოწმეები არ უნდა დაკითხულიყვნენ სასამართლოში, ვინაიდან ისინი არ არიან შემსწრე არცერთი ძალადობრივი ფაქტის, არ წარმოადგენენ ოჯახის წევრებს, ისინი არიან იოსებ სიგუას მეგობრები, მეტსაც გეტყვით მოქმედი მაღალჩინოსანი პოლიციის თანამშრომლები, მათ მიერ მიცემული ჩვენება არ იქნება ობიექტური, პირიქით, სუბიექტური იქნება და არ მგონია, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მათი ჩვენება," - ამბობს თამარ ლუკავა.

დღევანდელი პროცესი, სადაც სასამართლო იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმების საკითხს იხილავდა, 23 ივლისამდე გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ თანამდებობა დატოვა. 

მანამდე, 4 ივლისს  სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.

საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

11 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს ელექტრონულ სამაჯურს დაუტოვებენ. 

 

მსგავსი სიახლეები