მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სოფიო სიგუა უკავშირდება იოსებ სიგუას და ითხოვს მასთან დროის ერთი-ერთზე გატარებას - ადვოკატი
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისის, იოსებ სიგუას ადვოკატი, თეონა გვაზავა ირწმუნება, რომ ქმრის მხრიდან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
უფლებადამცველის მტკიცებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სოფიო სიგუა თავად უკავშირდებოდა იოსებ სიგუას და მასთან ერთად დროის ერთი-ერთზე გატარებას ითხოვდა.
ადვოკატისგანმარტებით, დღევანდელ მოსამზადებელ პროცესზე მხარეებმა წარადგინეს გარკვეული სახის მტკიცებულებები, მათ შორის, იოსებ სიგუას დაცვის მხრიდან წარდგენილია ათეულობით დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმას, რომ რაიმე სახის იძულებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი ხასიათის ქმედებებს იოსებ სიგუას მხრიდან ადგილი არ აქვს.
დღევანდელ მოსამზადებელ პროცესზე მხარეებმა წარვადგინეთ გარკვეული სახის მტკიცებულებები, მათ შორის ჩვენი მხრიდან წარდგენილია ათეულობით ფურცელი, დოკუმენტი, რომელიც ასახავს, რომ რაიმე სახის იძულებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან სხვაგვარი ხასიათის ქმედებებს, რაზეც მიუთითებს მსხვერპლის სტატუსის მატარებელი სოფიო სიგუა, ადგილი არ აქვს, პირიქით, წარდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის უკავშირდება იოსებ სიგუას, ითხოვს მასთან ერთად დროის ერთი ერთზე გატარებას, პირად სივრცეს ითხოვს, სხვადასხვა კერძო დაწესებულებებში ერთად გადაადგილებას. აღნიშნული მტკიცებულებები წარდგენილია იმ მოტივით, რათა დადასტურდეს მისი და უარყოფილი იქნეს სოფიო სიგუას მიერ დაფიქსირებული განმარტება, თითქოსდა მას გააჩნდა გარვეული სახის შიშები იოსებ სიგუას მხრიდან.
ვითხოვდით სასამართლოში დაგვეკითხა პირები, რომლებიც წერილობით მტკიცებულებაზე მითითებით დაამტკიცებდნენ, რომ სოფიო სიგუა ბოლო პერიოდში ცდილობდა იოსებ სიგუასთან დაკავშირებას და მასთან პირისპირ შეხვედრას. აღნიშნული არ ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ზეპირ განმარტებებს. აღნიშნული დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებითაც, რომ ეს ფაქტი ნამდვილად ასე იყო. სოფიო სიგუა წინააღმდეგი წავიდა, რათა სასამართლოს მოეწვია დარბაზში აღნიშნული პირები," - თეონა გვაზავა.
დღევანდელი პროცესი, სადაც სასამართლო იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმების საკითხს იხილავდა, 23 ივლისამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ თანამდებობა დატოვა.
მანამდე, 4 ივლისს სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
11 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს ელექტრონულ სამაჯურს დაუტოვებენ.