"პირველების" ინფორმაციით, შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა და თანხას ითხოვდა
"ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში ერთი პირი შეიჭრა. წყაროს ცნობით, შეიარაღებული პირი ფულს ითხოვდა, თუმცა დაცვის თანამშრომლების მობილიზების შემდეგ მან გაქცევა მოახერხა.
"პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი, ბოჭორმის ქუჩაზე დააკავეს.