"ოცნების" მხარდამჭერი მოროშკინა იუწყება, რომ საქართველოში "ბიზნესს აწიოკებენ"

16.07.26 16:38
"ოცნების" მხარდამჭერი მოროშკინა იუწყება, რომ საქართველოში "ბიზნესს აწიოკებენ"

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ლალი მოროშკინა იუწყება, რომ საქართველოში ბიზნესს აწიოკებენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს მთავრობას, ირაკლი კობახიძესა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, პლატონ კალმახელიძეს მიმართავს. 

"ოცნების" მხარდაჭერი წერს, რომ სიღნაღში შუქი არ არის, "სამაგიეროდ დადის ყველა სახის შემოწმება,
საგადასახადოდან დაწყებული...მალულად, ქურდულად შემოდიან და ბიზნესს აწიოკებენ!".

ლალი მოროშკინა კითხულობს, არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი. 

წვრილ ბიზნესს რატომ აგდებთ ასეთ მძიმე მდგომარეობაში?
ამ წუთებშიც არ არის სიღნაღში შუქი!
სამაგიეროდ დადის ყველა სახის შემოწმება,
საგადასახადოდან დაწყებული...
მალულად, ქურდულად შემოდიან და ბიზნესს აწიოკებენ!
ნამუსი???

  • საქართველოს მთავრობა 
  • ირაკლი კობახიძე
  • პლატონ კალმახელიძე

არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?" - წერს მოროშკინა. 

 

მსგავსი სიახლეები