თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - "პირველებმა" სავარაუდო თავდამსხმელი დააფიქსირა

23.11.21 15:32
თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - "პირველებმა" სავარაუდო თავდამსხმელი დააფიქსირა

"ტვ პირველმა" საქართველოს ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელის დაკავების კადრები გადაიღო. პოლიციამ ახალგაზრდა კაცი, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დააკავა. 

ის ამ წუთებში სამართალდამცავებს ავტომობილში ჰყავთ.

პოლიცია კომენტარს არ აკეთებს.

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს რამდენიმე წუთის წინ დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი თანხას ითხოვდა, თუმცა დაცვის რეაგირების შემდეგ მან მიმალვა სცადა. 

 

მსგავსი სიახლეები