ოპოზიციის დევნის საქმე - "ტიკ-ტოკერი ჟურნალისტის" და გელა ნიკოლაიშვილის ჩვენებები სასამართლო დარბაზში
"ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი", რომელიც არსად არაფერს წერს და ადვოკატი, რომელმაც გამოძიებას პრევენციისთვის მიმართა - ოპოზიციის დევნის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე გელა ნიკოლაიშვილმა მოსამართლეს პირდაპირ უთხრა, რომ კანონდარღვეა არ არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდო ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
"ნეიტრალური საქართველოს" წევრი, რომელიც ერთ-ერთი ავტორია იმ სარჩელის, რომლის გამოც ახლა საბრალდებო სკამზე 8 პოლიტიკური ლიდერი ზის, ირწმუნება რომ მისი მთავრი მიზანი ივანიშვილი ოპონენტების ციხეში გაშვება არ არის.
პროკურატურის მოწმის ჩვენებას სხდომათა დარბაზში ისმენდა ბადრი ჯაფარიძე. პოლიტიკოსი რომელსაც ოცნება 4 წლამდე პატიმობით ემუქრება, ამბობს, რომ ყოველი შემდეგი პროცესი ოპოზიციის დევნის საქმის ბრალდების აბსურდულობას ადასტურებს.
8 პოლიტიკუირ ლიდერის სასამართლო პროცესზე პროკურატურამ დღეს "ტიკტოკერი ჟურნალისტი" მიიყვანა. ნინო ონიანი ის მოწმეა, რომელიც ირწმუნება, რომ მედიის წარმომადგენელია. სტატიებს წერს, თუმცა მათ არ აქვეყნებს -. წყაროს გაუთქმელობის უფლებით კი სასამართლოს ჩვენება ოპოზიციის წინააღმდეგ მისცა.
ის რაზეც საუბარი კამერებთან "ტიკტოკერმა ჟურნალისტმა" არ ისურვა ადვოკატებმა გაგვიმხილეს. თუ მოწმეს დავუჯერებთ, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს მას, როგორც ჟურნალისტს რაციის ჩანაწერები მიაწოდეს - ეს ჩანაწერები კი პროკურატურაში მიიტანა. ადვოკატებისგან განსახვავებით მოწმის სანდოობაში ეჭვი არ ეპარება საქმის პროკურორს.