შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ახალ სკანდალში ეხვევა - რატომ გადაუფორმა იოსებ სიგუამ ქონება პოლიციის თანამშრომელს?

16.07.26 20:10
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ახალ სკანდალში ეხვევა - რატომ გადაუფორმა იოსებ სიგუამ ქონება პოლიციის თანამშრომელს?

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი იოსებ სიგუა ახალ სკანდალში ეხვევა - სოფიო სიგუა ამტკიცებს, რომ შინაგან საქმემთა სამინსიტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ქონებას მალავს. სოფო სიგუამ დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაასახელა ორი გვარი. ორივე პოლიციის თანამშრომელია. სიგუა ამტკიცებს, რომ ერთ-ერთს გიორგი გიორგაძეს იოსებ სიგუამ ქონება მაისში გადაუფორმა. 

გიორგი გიორგაძეც და გიორგი რუხაძეც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან - სიგუა მათთან ერთად თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა ვიდრე კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანდნენ. დღეს იოსებ სიგუა სასამართლოზე ამ ორი პოლიციელის მოწმეებად მოყვანას ითხოვდა - დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ ცრუ მოწმეების დახმარებით სიგუა პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს.

ყველაფერი აბსურდია - ამ მოკლე კომენტარით დატოვა იოსებ სიგუამ დღეს თბოლისის საქალაქო სასამართლო. სიგუა მოსამართლეს მისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის გაუქმებას სთხოვდა. 

რატომ ითხოვდა მოწმეებად საკუთარი თანამშრომლების მოყვანას შინაგან საქმეთა სამინსიტეოს დეტექტივების სამმართველოს ყოფილი უფროსი ? - დაზარალებული ქალი ყვება, რომ ქმარი ადევნებას უწყობდა და შემაკავებლის ორდერი დაცვვის ერთადერთი საშუალებაა. ადვოკატი ირწმუნება, რომ ეს მოწმეები საპირისპიროს დაამტკიცებენ - როგორ ცდილობდა თავად სოფიო სიგუა პოლიციის მაღალჩინოსანთან შეხვედრას.

დაზარლებული ქალიც და მისი ადვოკატიც შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვებას ითხოვენ - დღეს სასამართლოს სწორედ ამ საკითხზე უნდა ემსჯელა, თუმცა, მოსამართლე ლელა გოგიშვილმა საკუთარი სურვილით ჯერ პროცესი დახურა, ბოლოს კი გადაიდო.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები