ალეკო ელისაშვილის ე.წ. „ძაღლების საქმის“ განხილვა სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გადადო

16.07.26 21:16
ალეკო ელისაშვილის ე.წ. „ძაღლების საქმის“ განხილვა სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გადადო

ალეკო ელისაშვილის ე.წ. „ძაღლების საქმის“ განხილვა სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გადადო - ეს გადაწყვეტილება კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვიდრე საქმის განხილვა არ დასრულდება, ოპოზიციის ლიდერი სრულ იზოლაციაში იქნება. პატიმრობაში მყოფ ელისაშვილს უკვე რამდენიმე თვეა, რაც სრულად აქვს აკრძალული, როგორც სატელეფონო კომუნიკაცია, ისე ოჯახის წევრებთან შეხვედრა. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. იმის მიუხედვად რომ ელისასვილს უკვე 13 წელი მიუსაჯეს, ძალაში შეზღუდვა "ძაღლების საქმის" გამო რჩება. 

ელისაშვილის ადვოკატებმა დღეს საგანგებო განცხადება საქალაქო სასამართლოსთან გააკეთეს და თქვეს, რომ "ძაღლების საქმეზე" პროცესების განუსაზღვრელი ვადით გადადება გაუმართლებელია. ადვოკატების თქმით, პროცესი სწორედ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე უნდა გადასულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. მათი განცხადებით, ბრალდების მხარეს არ გააჩნია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ალეკო ელისაშვილის დანაშაულს დაადასტურებს.

ადვოკატები სასამართლოსა და პროკურატურას საქმის დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებენ - მათი შეფასებით, პროცესის გაჭიანურების მიზანია რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს ალეკო ელისაშვილი იზოლაციაში, რათა ეს ფორმა მასზე ფსიქოგიური ტერორისთვის გამოყენონ. 

ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ პროცესის განუსაზღვრელი ვადით გადადება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელებაა.

დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.