საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაღუპულია 1 ადამიანი

16.07.26 20:21
საგარეჯოში ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაღუპულია 1 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში მსხვერპლით დასრულდა. 

ადგოლობრივების ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, ერთი მგზავრი კი დაშავდა. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

მსგავსი სიახლეები