მედია: ბოსნიაში საქართველოს 2 მოქალაქე „მიგრანტების უკანონოდ შეყვანის“ ბრალდებით დააკავეს
ბოსნიაში საქართველოს 2 მოქალაქე „მიგრანტების უკანონოდ შეყვანის“ ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს 2 მოქალაქეს ხელბორკილები 15 ივლისს, ქვეყნის დასავლეთში, ხორვატიის საზღვართან, სასაზღვრო გამშვები პუნქტთის სიახლოვეს - უცხო ქვეყნების ხუთი მოქალაქის უკანონოდ შემოყვანის დროს დაადეს.
- პოლიციის განცხადებით, ამ ხუთიდან ერთი თურქეთის მოქალაქე იყო, ოთხს კი პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა, თუმცა განაცხადეს, რომ იყვნენ ბანგლადეშისა და პაკისტანის მოქალაქეები.
საზღვართან, ქალაქ ლივნოს მიდამოებში, პოლიციამ გააჩერა გერმანული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილი და სწორედ აქ აღმოაჩინა შვიდივე ადამიანი.
ბოსნია-ჰერცოგოვინის სისხლის სამართლის კოდექსი ამ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მაქსიმუმ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.