რეალობიდან მიზანმიმართულად აქრობენ კობახიძის განცხადებას EU-თან მოლაპარაკებების შეჩერებაზე - ომარ ფურცელაძე

17.07.26 00:01
რეალობიდან მიზანმიმართულად აქრობენ კობახიძის განცხადებას EU-თან მოლაპარაკებების შეჩერებაზე  - ომარ ფურცელაძე

ადვოკატი ომარ ფურცელაძე მიიჩნევს, რომ 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის მიზანია ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან ისტორიის გადაწერა იმგვარად, რომ მთლიანად ოპოზიციურ სპექტრზე გადავიდეს აქციების პასუხისმგებლობა და ამოვარდეს ირაკლი კობახიძის განცხადება.

როგორც ფურცელაძემ გადაცემა „რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, საქართველოს და ქართველი ხალხის რეალობიდან აქრობენ მიზანმიმართულად ირაკლი კობახიძეს და მის განცხადებას.

პირდაპირი მითითება არსებობს და გარკვეული ინსტრუქტაჟი, ყოველ შემთხვევაში ამ მოწმეების ჩვენებებიი არის ურთიერთშეკავშირებული და შეთანხმებული, რომლის მისიას წარმოადგენს განვითარებული მოვლენებიდან ისტორიის გადაწერა იმგვარად, რომ მთლიანად ოპოზიციურ სპექტრზე გადავიდეს აქციების პასუხისმგებლობა და ამოვარდეს ირაკლი კობახიძის განცხადება. ისინი საქართველოს და ქართველი ხალხის რეალობიდან აქრობენ მიზანმიმართულად ირაკლი კობახიძეს და მის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, - ამბობს ფურცელაძე.

მისი თქმით, თუ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მათ შორის მხედველობაში მიიღებს და გაითვალისწინებს იმ ხალხის ჩვენებებს, ვისი განცხადების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, ფაქტობრივად, ქართული სასამართლო მტრულ ორგანიზაცია გამოაცხადებს აშშ-ს, ევროკავშირს და ევროპის სახელწმიფოებს.

ზუსტად ამ მიჯნაზე ვდგევართ. ბუნებრივია დიდი ადამიანური ტრაგედიაა. თითოეულ ბრალდებულს უზარმაზარი საფრთხე ემუქრებათ, დიდი და გრძელვადიანი პატიმრობის სახით, მაგრამ, კიდევ უფრო დიდი ტრაგედია შეიძლება იყოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება და ეს არის პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშშ-სა და ევროპული სახელმწიფოების გამოცხადება მტრულ სახელმწფიოებად და ორგანიზაციებად, - განაცხადა ფურცელაძემ.