სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - კაცმა 2 პირი დაჭრა
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - კაცმა 2 პირი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებს დაზიანებები დანით აქვთ მიყენებული.
შსს-ს ცნობით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რის მიზეზადაც წარსულში არსებული კონფლიქტი სახელდება.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.