ვინ არის პირი, ვინც დღეს ,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დააკავეს - ტვ პირველმა ახალი დეტალები გაარკვია

23.11.21 19:46
ვინ არის პირი, ვინც დღეს ,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დააკავეს - ტვ პირველმა ახალი დეტალები გაარკვია

ბანკის ძარცვა 90-იანების მეთოდით.  ,,ტვ პირველმა" იმ პირის იდენტიფიცირება მოახერხა, რომელიც ,,საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანხის გატაცება სცადა. 

,,პირველების" ინფორმაციით, დაკავებული 22 წლის  მამაკაცია, რომელმაც დანაშაული სისრულეში იმის გამო ვერ მოიყვანა, რომ ბანკის დაცვის თანამშრომელმა მისი განეიტრალება შეძლო, თუმცა გაქცევა მაინც მოახერხა.

გომელაურის უწყება დამნაშავეს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი საათი ეძებდა, ,,პირველების" ინფორმაციით, ის ამ დროის მანძილზე თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდა. 

22 წლის შეიარაღებული მამაკაცი ქეთევან წამებულის გამზირზე არსებულ ,,საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის სამ საათზე შეიჭრა, იმ დროს, როცა შენობა თანამშრომლებითა და მომხმარებლებით სავსე იყო და იარაღის მუქარით თანხას მოითხოვა. ფილიალში ის  15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, მძევლების აყვანის მცდელობაც ჰქონდ,ა თუმცა ბანკიდან გაიქცა და მიიმალა.

22 წლის მამაკაცი ,,საქართველოს ბანკის" ფილიალიდან გაიქცა და იქვე მდებარე სათნოების სახლის გავლით მოპირდაპირე ქუჩაზე აღმოჩნდა, ბოჭორმის ქუჩა კი პოლიციელებს გადაკეტილი ჰქონდათ. ერთი საათის მანძილზე შეიარაღებული თავდამსხმელი თავისუფლად გადააადგილდებოდა, თუმცა მისი დაკავება გომელაურის უწყებამ მაინც შეძლო.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბანკის შიდა და გარე პერიმეტრზე პოლიცია იყო მობილიზებული, ყაჩაღობის მომენტში ბანკში 15-მდე თაანმშრომელი და 5-მდე მომხმარებელი იმყოფებოდა, თვითმხილველები პოლიციამ ადგილზე გამოკითხა. ამის შემდეგ კი ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მამაკაცი ახლა წინასწარ მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენის მოლოდინშია. იმ შემთხვევაში, თუ მას დანაშაული დაუმტკიცდა, ციხეში 6 წლის გატარება მოუწევს.

 

მსგავსი სიახლეები