სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილი კაცი გარდაიცვალა
თბილისში სისხლიანი გარჩევის დროს ერთი პირი დაჭრეს. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.