კახეთში პირი მშობლებს მკვლელობით დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა
კახეთში პირი მშობლებს მკვლელობით დაემუქრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და ადგილიდან მიიმალა - სპეცოპერაციის შედეგად შსს-ს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სიცოცხლის მოსპობით უქარას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება ოჯახის წევრებს შორის.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.