მღერიან და ქეიფობენ "ოცნების" დეპუტატები (ვიდეო წალენჯიხიდან)

18.07.26 10:50
მღერიან და ქეიფობენ "ოცნების" დეპუტატები (ვიდეო წალენჯიხიდან)

 

 

მღერიან და ქეიფობენ "ოცნების" დეპუტატები - სოციალურ ქსელში ირაკლი ზარქუამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც წალენჯიხაშია გადაღებული. კადრებში ჩანან პარლამენტის თავმჯდომარე- შალვა პაპუაშვილი და ასევე "ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი, რომლებიც სუფრასთან არიან შეკრებილები და ქართულ სიმღერებს მღერიან.

ოფიციალური ინფორმაციით, "ოცნების" ლიდერები წალენჯიხაში იმისთვის ჩავიდნენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართონ და მათი საჭიროებები მოისიმონ. ოცნების წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფებიან, მათ მოილოცეს ტაძრები და ამბობენ რომ ამ მხარეს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. 

მსგავსი სიახლეები