ხანძარი ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრის მიმდებარედ - დამწვარია 15-მდე ობიექტი
ხანძარი იყო გვიან ღამით ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრის მიმდებარედ - "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, დამწვარია 15-მდე ობიექტი, სრულად არის განადგურებული პროდუქცია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად ერთ-ერთ ობიექტში გაჩნდა და შემდეგ სწრაფად მოხდა სხვა ობიექტებზე ცეცხლის გავრცელება.
ადგილზე გვიან ღამით რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორიაა ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.