ყველა უნდა მიეცნენ პასუხისგებაში - ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილის ოჯახი ბრალდებულ პირთა წრის გაზრდას მოითხოვს
გორში გლოვაა - ხალხი ავარიის შედეგად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს.
გარდაცვლილი ქალის ოჯახი კი ამ დრომდე მოითხოვს, რომ გადაკვალიფიცრდეს მუხლი, რომლითაც გამოძიებას დაწყებული.
ოჯახის წევრის, ირმა ამბარდნიშვილის თქმით, ის რაც გორში რამდენიმე დღის წინ მოხდა, განზრახ მკვლელობის მუხლით ჩადენილი დანაშაულია.
ამბარდნიშვილის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ მანქანას დაკავებული მძღოლის რევაზ ელიზბარაშვილის არასრუწლოვანი შვილი მართავდა - მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იჯდა.
გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის წევრის თქმით, რევაზ ელიზბარაშვილი სუფრიდან ნასვამი მოდიოდა, ცოლი და ცოლის ბიძა კი უკან წითელი მაქანით მოსდევდნენ.
მე ვითხოვ, რომ ყველა პასუხისგებაში მიეცნენ. რატომ არ დარეკეს პოლიციაში როცა ასეთი ამბავი იყო და ასეთი სისწრაფით მიდიოდა - აცხადებს ამბარდნიშვილი.
ქალი ასევე ვარაუდობს, რომ დაკავებულ ელიზბარაშვილს სუს-ში და პოლიციაში მფარველები ჰყავდა.
ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს. ჩვენ არ შევეგუებით 12 წლამდე მუხლს, რადგან ეს არის განზრახ მკვლელობის მუხლით ჩადენილი დანაშაული. ძალიან კარგად დაინახა რომ ბავშვით გადადიოდა და არც უცდია გაჩერება. ამასთან ერთად გამოიკვეთა ახალი დეტალები და ეჭვი გვაქვს უკვე, რომ თვითონ არ იჯდა საჭესთან და იჯდა მისი არასწრულწლოვანი შვილი. იმიტომ, რომ მანქანასთან იჯდა ოთხი პირი - ორი თავისი შვილი და ორი დისშვილი. კადრში ჩანს, რომ წითელი მანქანა უახლოვდება, ამ მანქანაში ზიან დედა და დედის ბიძა. ესენი მოდიოდნენ სულის მოსახსენიებელი სუფრიდან მისი ცოლის ბიძისა. იქიდან დათვრნენ, ბავშვი დასვა საჭესთან და დედამ რომ ვერ დაიმორჩილა ეს ქმარი, ბიძასთნან ერთად გამოეკიდა მანქანას. კადრებში ჩანს, ეს მანაქანა რომ ჩერდება და ეს ბავშვები რომ გადმორბიან და მანქანაში რომ სხდებიან. დანარჩენები გაიქცნენ. მე ვითხოვ, რომ ყველა პასუხისგებაში მიეცნენ. რატომ არ დარეკეს პოლიციაში როცა ასეთი ამბავი იყო და ასეთი სისწრაფით მიდიოდა. როგორ მოხდა, რომ 225 ჯარიმის პატრონს მართვის მოწმობა არ ჩამოართვეს. ვინ მფარველობდა მას პოლიციასა და სუსში? - ამბობს ირმა ამბარდნიშივილი.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა. მომხდარზე დაკავებულია რევაზ ელიზბარაშვილი.