უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 13 გემს შეუტიეს

18.07.26 13:29
უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 13 გემს შეუტიეს

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 13 გემს შეუტიეს - ამის შესახებ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა. 

მისი თქმით, 13 ახომალდიდან 8 მშრალი ტვირთმზიდი გემია, ერთი ნავთობტანკერი, ერთი გაზის გადამზიდი გემი, ერთი საბუქსირე გემი და ორი მცურავი ამწეა.

  • უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის ინფორმაციით, 6-18 ივლისს, ოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, უკრაინულმა დრონებმა 172 რუსულ გემს დაარტყეს, აქედან 118-ს აზოვის ზღვაში და 54-ს - შავ ზღვაში.

რობერტ „მადიარ“ ბროვდი განცხადებით, რუსეთს ფრონტის ხაზიდან უპილოტო სისტემების ცენტრ „რუბიკონის“ 200-მდე ოპერატორთა ჯგუფი შავ და აზოვის ზღვებში გემების დასაცავად გადაჰყავს.

მისი თქმით, „რუბიკონის“ დანაყოფების გარდა, გემების დასაცავად ასევე მობილიზებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის და საჰაერო თავდაცვის პოლკის ძალები. ისინი იყენებენ საჰაერო თავდაცვის დრონებს, გადასატან საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ტყვიამფრქვევებს.

  • ბროვდიმ აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანია ნავთობის, საწვავის და სხვა ტვირთების სანქციების დარღვევით ტრანსპორტირების შეჩერება.