"ცემის შემდეგ ნულ სართულზე ჩამიყვანეს, სადაც ალან ყაყიტაშვილის ყვირილის ხმა მესმოდა" - ირაკლი ტატუნაშვილმა დუმილი დაარღვია

18.07.26 15:25
"ცემის შემდეგ ნულ სართულზე ჩამიყვანეს, სადაც ალან ყაყიტაშვილის ყვირილის ხმა მესმოდა" - ირაკლი ტატუნაშვილმა დუმილი დაარღვია

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ გარდაცვლილი მერიის თანამშრომლის, ალან ყაყიტაშვილის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი - დუმილს ალან ყაყიტაშვილის მეგობარი არღვევს. 

ირაკლი ტატუნაშვილი, რომელიც გორიდან პოლციელებმა თბილისში ყაყიტაშვილთან ერთად გადაიყვანეს, პოლიციის განყოფილებაში მომხდარს "პირველებთან" დეტალურად იხსენებს.

ტატუნაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც პოლიციამ მასზე ჯგუფურად იძალდა, ნულ სართულზე ჩაიყვანეს, სადაც ალან ყაყიტაშვილის ყვირილის განწირული ხმა ესმოდა. 

  • საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომლის თანახმადაც, რესტორანში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, მერიის დასუფთავების სამსახური თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში შეიყვანეს და დაკითხვიდან საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

ყაყიტაშვილი იყო ჩემი მეგობარი. წლები თანამშრომლები ვიყავით და დიდი ხნის ურთიერთიბა გვაკავშირებდა. გორიდან რომ წამოგვიყვანეს, განყოფილებაში მიგვიყვანეს გურამიშვილზე. ჯერ მე შემიყვანეს და გამისწორდნენ ფიზიკურად, შემდეგ ჩამიყვანეს ნულ სართულზე და ალანის ყვირილის ხმა მესმოდა. 

გორში მოგვაკითხა გორის პოლიციამ. წამოგვიყვანეს იგოეთში. იგოეთში გადმოგვსვა თბილსის პოლიციამ თავის მანქანებში და ცალ-ცალკე მანაქანებით წამოგვიყვანეს. შემდეგ მოგვიყვანეს პოლციიაში. მე შემიყვანეს ოთახში და დამიწყეს ცემა - რა მოხდაო , მკითხეს. მე რომ ვუთხარი არ მახსოვს რა მხოდა ჩხუბში-თქო, დამიწყეს რტყმა და თავში მირტყამდნენ სულ", - ამბობს ტატუნაშვილი. 

ალან ყაყიტაშვილის მეგობარი ამბობს, რომ რესტორანში ჩხუბის შემდეგ, არც მას და არც ალან ყაყიტაშვილს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ, ამიტომ მისთვის გამაოგენებელი იყო, როცა უკვე პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაყვანილ ალან ყაყიტაშვილს უამრავი ჩალურჯება აღენიშნებოდა. 

დაკავებამდე აბაზანაში  შევედით მე და ალანი, დავათვალიერეთ ერთმანეთი, თუ რამ გვჭირდა, ალანს არ სჭირდა არაფერი,ა ამას ვიძახი 100%-ით. ცხვირზე ჰქონდა მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება. იქ სავადმყოფოში უკვე ალანის ფოტო რომ მანახეს, გავგიჟდი, რადგან არაფერი არ სჭირდა და საავადმყოფოში იყო დალურჯებული სულ სახეზე და დასიებული იყო საწყალი. როგორ შეიძლება ადამიანი ცემო სამი საათის წინ და სამი საათის შემდეგ, განყოფილებაში რომ მიიყვანეს მერე აღმოაჩნდეს ეს სილურჯეები?  ეგ არის ძალიან დიდი ტყუილი", - ამბობს ტატუნაშვილი. 

  • ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რესტორანში მომხდარი დაპირისპირების ორ მონაწილეს დაეკისრა. მათ საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდათ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთს 2, მეორეს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ორი თანამშრომელი - ალან ყაყიტაშივლი და ირაკლი ტატუნაშვილი, პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე, 6 ივნისს მერიის თანამშრომლების ქეიფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა.

რა მოხდა 6 ივნისს?

  • ღამის 23:33 საათზე, რესტორნის გარე ფასადზე დამონტაჟებულ ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ ალან ყაყიტაშვილი ხელს სუფრის წევრს და კოლეგას, სმო უსოიანს არტყამს. მალევე ხელჩართული ჩხუბი იწყება და საქმის გარჩევაში ერევა ირაკლი ტატუნაშვილიც.  
  • კადრებში, 23: 34 საათზე ჩანს, როგორ ურტყამენ ხელსნ ალან ყაყიტაშვილს სნო უსიანი და მისი თანხმლები პირები. 23:34 საათზე  პირველი კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ალან ყაყიტაშვილი ბასრი საგნით კისრის არეში ჭრის დიმიტრი სადოევს. ამის შემდეგ დიმიტრი სადოევი ირაკლი ტატუნაშვილს ხელს უქნევს, რის შედეგადაც ტატუნაშვილი ძირს ვარდება. რამდენიმე წამში შემთხვევის ადგილიდან ტატუნაშვილი ყაყიტაშვილს გამოყავს. ხელს ხვევს და  ისინი შემთხვევის ადგილს ტოვებენ.

სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, ისიც, რომ  რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, მერიის ორი თანამშრომელი გორში წავიდა. ირაკლი ტატუნაშვილი ამბობს, რომ მის მეგობარს ამ მომანტისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არ ჰქონდა.

როგორც "შაბათის ეთერმა" გაარკვია, ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის, სმო უსოიანის ჩვენების საფუძველზე, პოლიციამ მათ იმავე ღამეს გორში ჩააკითხა და თბილისში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდის მიერ მოპოვებული კლინიკის ამონაწერიდან ირკვევა, რომ ყაყიტაშვილის "საუნივერსიტეტო კლინიკაში" უგონო მდგომარეობაში 7 ივნისს, 05:53 წუთზე გადაიყვანეს. კლინიკის კლინიკური დირექტორი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს უდასტურებს, რომ 37 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაციონარში შეყვანის მომენტში  უმძიმესი იყო.  

  • პოლიციის მერვე განყოფილებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უგონოდ, კომატოზურ მდგომარეობაში გადმოყვანილ ალან ყაყიტაშვილს ნეიროქირურგების ჩარევა დაჭირდა.  თავის არეში ოპერაცია მას კლინიკაში შესვლისთანავე ჩაუტარდა. ქირურგიულ დეპარტამენტში კი შეყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.