ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილი გორში დაკრძალეს

18.07.26 14:59
ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილი გორში დაკრძალეს

ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილი გორში დაკრძალეს - ახალგაზრდა ქალი და მისი 3 წლის შვილი უკანასკნელ გზაზე ხალხმა გააცილა. 

ტაძრიდან დაწყებულ სამგლოვიარო პროცესიაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

გორში გლოვაა. დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველა დაადუმა. 

ოჯახი დამნაშავეთა წრის გაზრდას და მათ უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. დედა-შვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მანქანას სავარაუდოდ, დაკავებული რევაზ ელიზბარაშვილის არასრულწლოვანი შვილი მართავდა. 

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა. მომხდარზე დაკავებულია რევაზ ელიზბარაშვილი.