მამის მკვლელობაში ბრალდებული ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა - პირი სარფის საზღვართან დააკავეს

18.07.26 15:35
მამის მკვლელობაში ბრალდებული ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა - პირი სარფის საზღვართან დააკავეს

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში -  მამის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი პოლიციამ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა - შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მამას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.