“გვასხამდნენ წყალს, გვაფურთხებდნენ“ - ერთ-ერთ სასტუმროში კაცი რუსულად მოსაუბრე ქალს ფიზიკურად გაუსწორდა: რას წერენ თვითმხილველები მომხდარზე
კახეთში რუსმა ქალებმა ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს.
ყურიას თქმით, ნომერში რუსებს გაბრაზებული ქართველი კაცი აუვარდა და ერთ-ერთს ხელი დაარტყა. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვინმეზე ფიზიკური ძალადობა დაუშვებელია, თუმცა მისივე თქმით, რუსმა ქალებმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს და დახმარება კახა კალაძეს სთხოვეს.
მაინტერესებს, რას იზამს, - წერს ყურუა სოციალურ ქსელში.
კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო. ავარდა ერთი ბიჭი, სავარაუდოდ მთვრალი, დაარტყა რუს ქალს ეს ქალები ამბობენ ახლა რუსულად ლაპარაკის გამო იძალადაო და ვიდეოს კომენტარებში რუსები თაგავენ კახა კალაძეს გვიშველეო არ ვამართლებ იმ ბიჭს, არ შეიძლება ქალის ცემა, რაც არ უნდა დააშავოს. უბრალოდ კახა მაინტერესებს რას იზამს," - წერს ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, რუსი ქალები ამტკიცებენ, რომ ფიზიკური დაპირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ ისინი რუსულად მოსაუბრეები იყვნენ, რამაც ქართველები გააღიზიანა.
„ეს გენოციდი უკვე მომბეზრდა. რატომ აქვს ვინმეს უფლება, სხვა ადამიანი საკუთარი ენის გამო აწამოს? “- წერს ინციდენტის მონაწილე ქალი.
ამავე ქალის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციას ჩვენებები უკვე მისცეს.
აღნიშნულს ეხმიანება ვიდეოში ასახული მამაკაცის ძმაც. მისი თქმით, ქალებმა ქორწილის სტუმრებს, მათ სუფრას და აპარატურას ორჯერ, განგებ გადაასხეს წყალი.
ეს ჩემი ძმაა. რა თქმა უნდა ძალადობას არ ვამართლებ, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რაც მოხდა. ჩემი მეორე ძმის ქორწილში აი ეს გოგოები ხმაურის გამო ორჯერ გვასხამდნენ წყალს (აპარატურის დაზიანების მიზნით და დაზიანდა კიდეც). გვაფურთხებდნენ და გვაგინებდნენ და ამასთან, ვიდეოს გვიღებდნენ, რომ მათ საქციელზე რაიმე ქმედების დაფიქსირება შეძლონ ჩვენი მხრიდან,“ - წერს კახა ჭიღლაძე.