თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში, ისანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 36 წლის მამაკაცი საგარეჯოში დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.
სისხლიან დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში მიყვანისთაავე გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.