მოსკოვის გამზირზე მდებარე „ორი ნაბიჯის“ ფილიალი ერთ თვეში უკვე მეოთხედ გაქურდეს
მოსკოვის გამზირზე მდებარე „ორი ნაბიჯის“ ფილიალი ერთ თვეში უკვე მეოთხედ გაქურდეს. დილით ადგილზე მისულ მოქალაქეებს მარკეტი ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე დახვდათ.
ეს იმავე ფილიალში ბოლო ორ კვირაში მომხდარი უკვე მეორე ქურდობის ფაქტია. წინა შემთხვევის დროს გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში არასრულწლოვანთა ჯგუფი შეიჭრა, შუშა ჩაამსხვრია და სიგარეტები მოიპარა.
ბოლო ქურდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.