“გადმოასხეს შარდი”, “დააფურთხეს”, ეძახდნენ ღორებს - რა მოხდა ქორწილში, რომელიც ჩხუბით დასრულდა

19.07.26 13:22
“გადმოასხეს შარდი”, “დააფურთხეს”, ეძახდნენ ღორებს - რა მოხდა ქორწილში, რომელიც ჩხუბით დასრულდა

კახეთში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც შსს-მ ერთი პირი დააკავა, სოციალურ ქსელში ქორწილში მყოფი ოჯახის წევრის ვრცელი განცხადება ვრცელდება. მისი მტკიცებით, დაპირისპირებას წინ უძღოდა რუსი სტუმრების მხრიდან ქორწილის სუფრისა და მომღერლების მისამართით შეურაცხმყოფელი ქმედებები და პროვოკაციები, რასაც საბოლოოდ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

ეს ბიჭი ჩემი გიოა, ჩემი დეიდაშვილის შვილი... და ეს ამბავიც ჩვენ გადაგვხდა... ბევრი სხვადახვა ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, სინამდვილე კი არის ეს - ამ არაჩვეულებრივ ბიჭს გუშინ ძმის ქორწილი ჰქონდა. ულამაზესი სუფრით და უცებ, ქართული სიმღერა არ მოეწონათ სტუმარ ქალბატონებს , გადმოასხეს ჯერ ღვინო, მერე შარდი და ბოლოს დააფურთხეს ჩვენს სუფრას და მომღერლებს... ხალხი დაიშალა, ისინი ისევ აგრძელებდნენ პროვოკაციას.... ხედავდნენ იქ იყო უამრავი ნასვამი ახალგაზრდა და თამაშობდნენ ნერვებზე - პაპუასი... გრუზინი სვინია... და როდესაც ქართულს ცეკვავდნენ ნეფე-პატარძალი, დააფურთხეს ზემოდან. აპარატურას... ათასჯერ ვთხოვეთ ადმინისტრაციას, რომ მოეგვარებინა... სამწუხაროდ, უუნარონი აღმოჩნდნენ და როდის და როგორ არც ვიცით, მაგრამ ნეფის ძმა ავიდა, რომ დალაპარაკებოდა და ის ქალბატონი ყელში სწვდა... ნასვამი ბიჭი იყო, არ ვამართლებ... მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა ამის შემდეგ... სამწუხაროდ..., - წერს მოქალაქე. 

კახეთში რუსმა ქალებმა ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს.

ყურიას თქმით, ნომერში რუსებს გაბრაზებული ქართველი კაცი აუვარდა და ერთ-ერთს ხელი დაარტყა. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვინმეზე ფიზიკური ძალადობა დაუშვებელია, თუმცა მისივე თქმით, რუსმა ქალებმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს და დახმარება კახა კალაძეს სთხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი უკვე დაკავებულია. 

 

მსგავსი სიახლეები