"ქართველების ბედნიერებას ვერ იტანენ" - კახეთში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული მამაკაცის მამა მომხდარის დეტალებზე წერს

19.07.26 14:46
"ქართველების ბედნიერებას ვერ იტანენ" - კახეთში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული მამაკაცის მამა მომხდარის დეტალებზე წერს

კახეთში, Agarani Estate-ში მომხდარი ინციდენტის დეტალებს სოციალურ ქსელში დაკავებული ახალგაზრდა კაცის მამა ავრცელებს. მისი მტკიცებით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ქორწილის სუფრის მისამართით რუსი სტუმრების მხრიდან არაერთი პროვოკაციული ქმედება, მათ შორის წყლის, შარდისა და სხვა საგნების გადმოსხმა და შეფურთხება.

უბრალოდ ქართული ბედნიერი ოჯახის შექმნას, ბარაქიანი ქართული სუფრისა და ქართველების ბედნიერებას ვერ იტანენ და ბოღმით გაიბერენ, - წერს დაკავებული ახალგაზრდის მამა, რომლის წერილსაც კონფლიქტის ფიგურანტი კაცის მეგობარი ავრცელებს. 

ეს მამაკაცი ჩემი შვილია. ეს ჩემი შუათანა ვაჟის ქორწილში მოხდა. ამ ქალებმა რომლებიც მესამე სართულზე ბინადრობდნენ, ჩაშალეს მისი ქორწილი. სასტუმროს ღია სივრცეში გაშლილ სუფრებზე ზემოდან ჯერ წყალი გადმოგვისხეს, მერე აფურთხებდნენ, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად მაინც იგივე გააგრძელეს, ბოლოს კი შარდი გადმოგვასხეს. მერე მოხდა ის, რასაც ხედავთ. ავიდა ეს თქვენი "მამაკაცი" ზემოთ, ამათ ჯერ დაარტყეს, მერე ყელში წვდნენ (აქ მის ყელზე და კისერზე ნაიარევს თქვენ რა თქმა უნდა ვერ ხედავთ თუმცა რაღაც მომენტში ჩანს,თუ როგორ ჰკრავს ხელს ეს ქალი მას ეს მისი დარტყმების მხოლოდ ბოლო აკორდია). უბრალოდ ქართული ბედნიერი ოჯახის შექმნას, ბარაქიანი ქართული სუფრისა და ქართველების ბედნიერებას ვერ იტანენ და ბოღმით გაიბერენ მთვრალი რუსი დედაკაცები. ახლა, თუ მე ვცდები, მეც გამლანძღეთ, იმიტომ, რომ ჩემი შვილი და ჩემი გაზრდილია. ახლა, ქართული და ოჯახის სიწმინდის დაცვისათვის ჩემი გიორგი გურჯაანის იზოლატორში იმყოფება. იმედია, ყველაფერი დალაგდება, - ნათქვამია წერილში. 

კახეთში რუსმა ქალებმა ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს.

ყურიას თქმით, ნომერში რუსებს გაბრაზებული ქართველი კაცი აუვარდა და ერთ-ერთს ხელი დაარტყა. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვინმეზე ფიზიკური ძალადობა დაუშვებელია, თუმცა მისივე თქმით, რუსმა ქალებმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს და დახმარება კახა კალაძეს სთხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი უკვე დაკავებულია. 

 

მსგავსი სიახლეები