ქალმა ხელი მოუქნია, მერე ორივე ხელი ჰკრა - დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი კახეთში მომხდარ ინციდენტს აღწერს
კახეთი მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი "პირველებთან" მომხდარის შესახებ ყვება. ინტერესების დამცველი ყვება, რომ რუსი ტურისტები ქორწილში ჩართულმა ქართულმა მუსიკამ გააღიზიანა, რის გამოც მათ აივნიდან ორჯერ გადმოასხეს სითხეები და აპარატაურა დააზიანეს.
ქართული მუსიკა იყოდა ქართული სიმღერები რომ იყო, სავარაუდოდ, ეს ვერ აიტანეს, გაღიზიანდნენ, დაიწყეს მერე სითხეების გადმოსხმა და ფურთხება. მერე შელაპარაკაება მოხდა უშუალოდ ტერასაზე მყოფ ხალხსა და მესამე სართულზე მყოფ ქალს შორის.
სითხე რომ გადმოასხეს იქიდან, აპარატურა დაზიანდა და შეწყდა მუსიკა. ცოტა ხანში ამუშავდა ისევ ეს აპარატურა და დაახლოებით ასე 15 წუთში ხელახლა გადმოასხეს, - ამბობს ადვოკატი ლაშა კაპანაძე.
ადვოკატი ადასტურებს, რომ დაკავებულ მამაკაცს ყელის არეში დაზიანება აღენიშნება.
ქალმა მოუქნია ხელი, ამან აიცილა. ყელის მიმართულებით მოუქნია და აიცილა. მერე სიტყვიერი შელაპარაკება გრძელდება და მერე ორივე ხელს ჰკრავს და ამან აუცილებელი მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იდაყვი გაარტყა სახეში, - ამბობს ინტერესების დამცველი.
ადვოკატი ასევე ყვება, რომ პოლიციის განყოფილება რუსი ქალები პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და უმსგავსოდ იქცეოდნენ.
მთელი ღამე განყოფილებაში ვიყავით, ანგრევდნენ, რასაც ჰქვია (რუსები) იქაორობას. წიოდნენ და კიოდნენ, ერთი შუა დერეფანში გაწვა, სანამ საჭმელს არ მოგვიტანთ, იქამდე აქედან არ წავალო. შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებსაც, - ამბობს ადვოკატი.
კახეთში რუსმა ქალებმა ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს.
ყურიას თქმით, ნომერში რუსებს გაბრაზებული ქართველი კაცი აუვარდა და ერთ-ერთს ხელი დაარტყა. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვინმეზე ფიზიკური ძალადობა დაუშვებელია, თუმცა მისივე თქმით, რუსმა ქალებმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს და დახმარება კახა კალაძეს სთხოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, რუსი ტურისტების მიმართ რაიმე სახის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.