"ზევიდან ვიღაც იფურთხებოდა და გვლანაძღავდა" - მუსიკოსი ალექსნდრე მრელაშვილი კახეთის ამბავზე

19.07.26 17:10
"ზევიდან ვიღაც იფურთხებოდა და გვლანაძღავდა" - მუსიკოსი ალექსნდრე მრელაშვილი კახეთის ამბავზე

კახეთში ქორწილში მომხდარ ინციდენტს მუსიკოსი ალექსანდრე მრელაშვილიც იხსენებს. "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ის ამბობს, რომ კონფლიქტი სწორედ რუსმა ტურისტებმა გამოიწვიოს, რომლებიც აივნიდან იფურთხებოდნენ და სითხეებს ასხამდნენ ქორწილის სტუმრებს. 

მუსიკოსი ამბობს, რომ ახლა მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება. 

ვატარებდი საღამოს ქორწილში და ზევიდან ვიღაცა გვასხამდა არ ვიცი არაყი იყო შამპანური იყო თუ რა იყო, სითხეს გვასხამდა და არ გაჩერდა. შემდეგ ისევ გამოდიოდა, იფურთხებოდა და გვლანაძღავდა და ვეღარ გავაგრძელეთ ქორწილი. დაზიანებულია თუ არა არ ვიცით (აპარატურა) შეიძლება სამ დღეში გამოჩნდეს. ახლა დაკითხვაზე ვარ, - ამბობს მუსიკოსი. 

კახეთში რუსმა ქალებმა ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს.

ყურიას თქმით, ნომერში რუსებს გაბრაზებული ქართველი კაცი აუვარდა და ერთ-ერთს ხელი დაარტყა. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვინმეზე ფიზიკური ძალადობა დაუშვებელია, თუმცა მისივე თქმით, რუსმა ქალებმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს და დახმარება კახა კალაძეს სთხოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, რუსი ტურისტების მიმართ რაიმე სახის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა. 

 

 

მსგავსი სიახლეები