რუსი ინფლუენსერები ამტკიცებენ, რომ ქორწილის სტუმრებისთვის არ შეუფურთხებიათ
რუსი ტურისტები, რომელთაც საზოგადოების ნაწილი კახეთში ქორწილის ჩაშალასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში მომხდარის საკუთარ ვერსიას ავრცელებენ. მათი მტკიცებით, არიან ინფლუენსერები და შესაბამისად, ყველაფერს კამერაზე აღბეჭდავდნენ.
რუსტი ტურისტების ვიდეომიმართვაში ამტკიცებენ, რომ არავისთვის შეუფურთხებიათ და არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ.
სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე არ შემიძლია რაიმე კომენტარის გაკეთება. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი: მეგობრებო, გთხოვთ, ნუ შეგყავთ ადამიანები შეცდომაში და ნუ ავრცელებთ მასებში სიცრუეს, რაგდნა ჩვენ გვაყვს ყევლაფერი, როგორც მანამდე, ისე შემდეგ, ყველაფერი დაფიქსირებულია და გთხოვთ, ნუ მწერთ იმას თითქოს ვინმე სტუმრებს აფურთხებდა, - ამბობს რუსი ტურისტი.
კახეთში რუსმა ქალებმა ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს.
ყურიას თქმით, ნომერში რუსებს გაბრაზებული ქართველი კაცი აუვარდა და ერთ-ერთს ხელი დაარტყა. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვინმეზე ფიზიკური ძალადობა დაუშვებელია, თუმცა მისივე თქმით, რუსმა ქალებმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს და დახმარება კახა კალაძეს სთხოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, რუსი ტურისტების მიმართ რაიმე სახის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.