მთავრობის ადმინისტრაციასთან მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქცია გაიმართება
დაახლოებით საათ-ნახევარში მთავრობის ადმინისტრაციასთან მიუსაფარი ცხოველების საკითხზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები მიუსაფარი ცხოველების მასობრივ იზოლაციასა და ევთანაზიას გააპროტესტებენ.
აქტივისტების მთავარი მოთხოვნებია კანონში ცვლილებების დაუყოვნებლივ შეტანა, მუნიციპალური თავშესაფრების მონიტორინგისთვის გახსნა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხოველთა სტერილიზაცია-ვაქცინაციის პროგრამის სრულად დაფინანსება.
გარკვევით ვხედავთ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის მანქანაში ბარებს და ნიჩბებს, რაც უფრო მეტად გვიმყარებს ეჭვს იმაზე, რაც თვეების მანძილზე გვაქვს ცხოველთა მოყვარულებს და ცხოველთა დამცველებს, რომ ხდება ცხოველების უკანონო ევთანაზია და შემდეგ მათუ უკაცრიელ ადგილებში დამარხვა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გააკეთა განმარტება, რომ ამ ნიჩბებს და ბარებს იყენებენ სანიაღვრე სისტემების გასაწმენდად, რაც ნაკლებ დამაჯერებელია ჩვენთვის.
ჩვენ თვეების მანძილზე გვაქვს კითხვები და ეჭვები და ვითხოვთ გამოძიებას, - ამბობს მოქალაქე.