შვედეთმა ქართველ საჯარო მოხელეებს ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა კვლავ შეუზღუდა

19.07.26 17:30
შვედეთმა ქართველ საჯარო მოხელეებს ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა კვლავ შეუზღუდა

შვედეთმა საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომა წელსაც შეზღუდა. საუბარია შვედეთის ინსტიტუტის მიერ სრულად დაფინანსებულ სასწავლო ტრენინგებზე, რომელთა სამიზნე ქვეყნების სიიდან საქართველო, აზერბაიჯანსა და ბელარუსთან ერთად, უკვე მეორე წელია ამოღებულია.

არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკასა და ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას უკავშირდება. გარდა ამისა, უკვე მეორე წელია, ქართველი საჯარო მოხელეები აღარ მონაწილეობენ ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამა „მატრაშიც“.

მსგავსი სიახლეები