მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველების აქცია მიმდინარეობს

19.07.26 20:15
მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა უფლებადამცველების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მიუსაფარი ძაღლების გაუჩინარებას აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქვთ ეჭვი, რომ უპატრონო ცხოველებს მომწამვლელი აირით კლავენ, შემდეგ კი კვალის დასაფარად სხვადასხვა ლოკაციაზე ფარულად მარხავენ. ისინი აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და შესაბამისი უწყებებისგან განმარტებებს ითხოვენ.

ძაღლები უჩინარდებიან უცნაურად და ვერცერთს ცოცხალს თვეებია უკვე ვერ ვპოულობთ. ეჭვი გვქონდა ყველას, რომ ამ ძაღლებს ხოცავდნენ. ჩემი კონკრეტული ქეისი კიდევ არის ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ ეს ეხებოდა დაუსახლებელ ადგილს, სადაც ეს ძაღლები არავის ხელს არ უშლიდნენ. ვუვლიდით, ვცრიდით ჩვენ თვითონ მე და ჩემი მეგობრები. იქ მისულებს უკვე იმხელა ნაწილი არ დაგვხვდა  და საჭმლის გორები დახვდა და პურები პირდაუკარებელი, მივხვდით, რომ კატასტროფა მოხდა იქ, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები