თვითმხილველი პილიციის განყოფილებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს - შსს მომღერლის დაკავებას არ ადასტურებს

19.07.26 23:03
თვითმხილველი პილიციის განყოფილებაში ძალის გამოყენებით შეიყვანეს - შსს მომღერლის დაკავებას არ ადასტურებს

 

 

ხმაურია იყო თელავის რაიონულ სამმართველოში, სადაც ბოლო რამდენიმე საათია, კახეთში სასტუმროში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მოწმეებს ჰკითხავდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც განყოფილებაში ხელმეორედ დაიბარეს მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომელიც თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს, რაც მოგვიანებით "პირველებთან" შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა.

ვიდეო-კადრებში, რომელსაც ადგილიდან “პირველებს” აწვდიან, ისმის კაცის ხმა, რომ "პოლიცია მოწმეს ძალის გამოყენებით აკავებს".

შსს-ში "პირველებს" უთხრეს, რომ თელავის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის გამოკითხვა, რა დროსაც მომღერალმა გამოკითხვის დროზე ადრე დასრულება მოითხოვა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.

შსს განმარტავს, რომ აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის დაკავებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ კახეთში რუსმა ქალებმა ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა დაწერეს.  არსებული ინფორმაციით, ნომერში რუსებს გაბრაზებული ქართველი კაცი აუვარდა და ერთ-ერთს ხელი დაარტყა. 

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, რუსი ტურისტების მიმართ რაიმე სახის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა. 

მსგავსი სიახლეები