მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა
მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობა გვიან ღამით დატოვა. ამ დროისთვის უცნობია, რა კითხვები დაუსვეს გამომძიებლებმა მრელაშვილს, მას შენიობის დატივების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, გვიან ღამით პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ პოლიციამ ალექსანდრე მრელაშვილი შენობაში ძალის გამოყენებით შეიყვანა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
უწყების განმარტებით, თელავის პოლიციის განყოფილებაში მრელაშვილმა გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.
ალექსანდრე მრელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე აგარანის მამულში ქორწილის საღამოს უძღვებოდა, სადაც რუს ტურისტებსა და ქორწილში მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.
გამოკითხვამდე, TV პირველს განუცხადა, რომ მესამე სართულზე მყოფმა პირებმა ჩაშალეს ქორწილი, აივნიდან გადმოასხეს სითხე, რამაც აპარატურა დააზიანა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ქალებმა ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი და გაურკვეველი სითხე გადაასხეს, დაზიანდა აპარატურა, ამის შემდეგ ნომერში რუსებს გიორგი ჭიღლაძე აუვარდა და ერთ-ერთს რუსს ხელით შეეხო.
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი უკვე დაკავებულია.