2026 წლის II კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 4.5%-ით, ხოლო ტურისტულის 2.7%-ით შემცირდა
2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 4.5%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტები 2.7%-ით შემცირდა. ინფორმაციას bm.ge ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მეორე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1 564 142 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.5%-იანი კლებაა. ვიზიტორების კლებაზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირებამ იქონია, რის გამოც ირანიდან ვიზიტები 49%-ით, ხოლო ისრაელიდან თითქმის 12%-ით შემცირდა. კლება ასევე ფიქსირდება თურქეთიდან, სომხეთიდან და აშშ-დან.
Top-15 ქვეყანა, საიდანაც მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:
- რუსეთი - 380 108 (მატება 5%)
- თურქეთი - 287 012 (კლება 6.9%)
- სომხეთი - 199 577 (კლება 5%)
- ისრაელი - 79 884 (კლება 11.6%)
- აზერბაიჯანი - 73 774 (მატება 4.7%)
- ყაზახეთი - 44 943 (მატება 9.4%)
- უკრაინა - 39 131 (მატება 21.3%)
- ჩინეთი - 33 942 (მატება 3.2%)
- ბელარუსი - 29 316 (მატება 1.5%)
- გერმანია - 26 841 (მატება 21%)
- პოლონეთი - 25 855 (მატება 10%)
- უზბეკეთი - 19 769 (მატება 2.8%)
- ირანი - 15 640 (კლება 48.6%)
- აშშ - 14 176 (კლება 3.3%)
- გაერთიანებული სამეფო - 13 320 (მატება 7.4%)
2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1 275 435 ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც წლიურ ჭრილში 2.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტები თითქმის 12%-ით 288 707-მდე.
bm.ge