"[გიორგი ჭიღლაძის] ადვოკატს ეთიკის კომისიაში შევხვდები!" - რუს ტურისტს ადვოკატი, ლალი აფციაური იცავს
რუსი ტურისტის, ალიონა ნესტერიუკის ინტერესებს ქართველი ადვოკატი, ლალი აფციაური იცავს - იურისტი "პირველებთან" კახეთში, სასტუმრო “აგარანის მამულში” მომხდარ ფაქტზე არ საუბრობს.
რაც შეეხება ძალადობის მუხლით დაკავებული 29 წლის კაცის ადვოკატის ვაუაუდს, რომ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები დოკუმენტების გაყალბებას ცდილობდნენ, რომ გიორგი ჭიღლაძის ბრალი დაუმძიმდეს, აფციაურმა თქვა, რომ ლაშა კაპანაძეს ეთიკის კომისიაში შეხვდება.
"ადვოკატს გადაეცით, შევხვდებით ეთიკის კომისიაშითქო. მადლობა, ნახვამდის" - აცხადებს აფციაური.
ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, რა მიზნით გადაიყვანა ალიონა ნესტერიუკი "ხეჩინაშვილის სახელობის" კლინიკაში, ან რა დოკუმენტები მოიპოვეს ადგილიდან.
"ნახვამდის, არაადეკვატურები ხართ!" - მიმართა მან ჟურნალისტს.
რა თქვა გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა TV პირველთან?
"აღსანიშნავია, რომ მას [ალიონა ნესტერიუკს] ცხვირზე არაფერი ეკეთა. თუ ამბობენ, რომ ცხვირის ძვლის მოტეხილობაა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ადამიანს ცხვირი უნდა ჰქონდეს შეხვეული - არანაირი შეხვევა მას არ ჰქონია.
აღნიშნულმა რუსმა ქალბატონმა უარი განაცხადა საქართველოში ოპერაციის გაკეთებაზე და კლინიკადან არის გამოშვებული. ის ჩვეულებრივად გამოიყურება, არანაირი დაზიანება არ ეტობა.
მათ ადვოკატს ესაჭიროება გარკვეული მტკიცებულება. რა მიზნით ესაჭიროება ეს ცხადია. ცდილობენ, რომ გიორგი ჭიღლაძეს დაუმძიმონ ბრალი"- თქვა ადვოკატმა.
რა მოხდა 18 ივლისს?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.
წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგენენ, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოკითხვების სერია და ხმაური პოლიციაში
სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში მოწმეთა გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. "პირველების" ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის ნეფე-პატარძალი და სტუმრები.
პოლიციაში გვიან ღამემდე კითხავდნენ მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილიც, რომლის წინააღმდეგაც საბოლოოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. [მრელაშვილი მღეროდა 18 ივლისს, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა].
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა ამინისტროში უთხრეს, გამოკითხვის დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა.
გამოკითხვამდე, ალექსანდრე მრელაშვილმა TV პირველს განუცხადა, რომ მესამე სართულზე მყოფმა პირებმა ჩაშალეს ქორწილი, აივნიდან გადმოასხეს სითხე, რამაც აპარატურა დააზიანა.