"ნარკოტიკი, ალკოჰოლი და აზარტული თამაშები" - ბრალდებები, რომელიც ყოფილი პოლიციელის სასამართლოზე გაჟღერდა
"ნარკოტიკი, ალკჰოლი და აზარტული თამაშები" - ეს იმ რისკების არასრული ჩამონათვალია, რომლის გათვალისწინებასაც დაზარალებული ქალი, სოფია სიგუა და მისი ადვოკატები ახლა მოსამართლეთა კოლეგიისგან ითხოვენ.
ამ წუთებში საპელაციო სასამართლო განიხილავს უნდა დარჩეს თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას ელქეტრონული მეთვალყურეობა გაუგრძელდეს.
სასამართლოში სიგუას ადვოკატმა თქვა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რაზეც დაზარალებული ქალი მიუთითებს.
ნათია დულარიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამსახურეობრივ იარაღს ატარებდა, შესაბამისად მისთვის სამი ქულის მინიჭება და საფრთხედ შეფასება, არარელევანტურია. მანვე იარყო ცნონები სიგუას მიერ ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ საშუალებებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაზე.
4 ივლისს სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში ადანაშაულებდა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.
საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.
ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.
დოკუმენტი, რომელიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.
11 ივლისს გამართულ სასამართლო პროცესზე გადაწყდა, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს ელექტრონულ სამაჯურს დაუტოვებენ.