“ საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება“ - პაატა ბურჭულაძის შვილი
პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანის შვილი, შუქრი ბურჭულაძე კატეგორიულად უარყოფს საპროცესო შეთანხმებას და ამბობს, რომ ასეთი რამ არ მოხდება.
მისი თქმით, მამამისი აღიარებს, რომ თავად იყო 4 ოქტომბრის ორგანიზატორი, თუმცა, ასევე ამტკიცებს, რომ იმ დღეს არაფერი კანონსაწინააღმდეგტო აქციაზე არ მომხდარა.
პაატამ დღესაც თქვა, რომ ის არის ორგანიზატორი და სხვას ყველას მოუწოდებს, რომ პირიქით, გააფორმოს ყველამ საპროცესო და დაიხსნას თავი არაკანონიერი პატიმრობისგან, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ ის არის ორგანიზატორი, მაგრამ უხსნის ყველას, რომ 4 ოქტომბერს აქ კრიმინალური და არაკანონიერი არ მომხდარა. საპროცესო არ გაფორმდება, რადგან ყველამ ვიცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილით ზის ამდენი ადამიანი ციხეში. ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის ის ადამიანი. საპროცესოს გამოვრიცხავ, - ამბობს შუქრი ბურჭულაძე.
იმავეს ადასტურებს ბურჭულაძის ადვოკატი. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით საპროცესო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
პაატა ვერ ხვდება რის აღიარებას ითხოვს პროკურატურა მისგან და მე ვფიქრობ, ეს პროკურატურას სჭირდება რეალურად საჯარო პოზიციონირებისთვის და ერთგვარ პიარ ხრიკად. დარწმუნებული ვარ, რომ პაატა ბურჭულაძე ციხეში არის “ოცნებისთვის“ აუცილებლობა და არა მხოლოდ სიამოვნების მომგვრელი ფაქტი, მათ უბრალოდ სჭირდებათ დანაშაულის აღიარება, მორალური დარტყმის მიყენება თავისუფალი საზოგადოებისთვის საქართველოში, ეს არ უნდა იქნებს აღქმული, არცერთი ბრალდებულის და მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების დადება ასეთად, იმიტომ რომ ეს არის რეალურად უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლების ერთადერთი გზა, - ამბობს შოთა თუთბერიძე.