ვფიქრობთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არ არის - ბორის ჩელე ყურუა
როგორც მე, ისე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ვფიქრობთ საპროცესო გაფორმების შესაძლებლობაზე, თუმცა, გადაწყვეტილი ჯერ არ არის, - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა, ბორის (ჩელე) ყურუამ განაცხადა.
მისი თქმით, იმ რეალობაში, რა რეალობაშიც უწევთ სამართლის პოვნა, შედეგის მიღების შანსი ძალიან მცირეა.
ნების არსებობის შემთხვევაში, შემდეგ სხდომამდე შესაძლოა, საგამონაკლისო დროს საპროცესო გაფორმდეს, - ამბობს ყურუა.
არ არის მარტივი გადაყვეტილება მაშინ, როცა შენ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რა კონტექსტშიც გვიწევს აქ ცხოვრება და აქტივობის განხორციელება, სამართლის პოვნის შანსი არის ძალიან მცირე. შესაბამისად, როგორც მე, ისე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ვფიქრობთ საპროცესო გაფორმების შესაძლებლობაზე, თუმცა, გადაწყვეტილი ჯერ არ არის. კონკრეტულად პროცედურებზე არ გაგვივლია და საუბარი არ გვქონია, თუმცა, ნების არსებობის შემთხვევაში, შემდეგ სხდომამდე შესაძლოა, საგამონაკლისო დროს საპროცესო გაფორმდეს , - ამბობს ბორის ჩელე ყურუა.