როგორ იქცა ძალადობა სისტემურ დანაშაულად - ვინ არიან პოლიციელები, რომლებსაც მოქალაქეები ტერორში ამხელენ

20.07.26 20:30
როგორ იქცა ძალადობა სისტემურ დანაშაულად - ვინ არიან პოლიციელები, რომლებსაც მოქალაქეები ტერორში ამხელენ

პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ მოქალაქეს გაუსწორდა, წარსულში აქტივისტებზე ძალადობაშია მხილებული. "შაბათის ეთერთან" ინტერვიუში ალექსანდრე გოგოჭური ყვება, რომ არ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას დუშეთის პოლიციაში 15-მდე სამართალდამცველი აიძულებდა. ემუქრებოდნენ ყელის გამოჭრით და ნარკოტიკის ჩადებით, ერთ-ერთი იყო პოლიციის უფროსი, რეზი ჯინჭარაძე. რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ელენე ახობაძემ საკუთრი შვილის წამების საქმიდან ამოიცნო.

დუშეთის განყოფილებაში, ალექსანდრე გოგოჭურზე ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება რეზი ჯინჭარაძე. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ჯინჭარაძე აქციებზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ჩნდებოდა და დემონსტრანტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

"შაბათის ეთერის" ჟურნალისტურ გამოძიებას განცხადებით გამოეხმაურა სოციალური სამართლიანობის ცენტრი - უფლებადამცველი ორგანიზაცია წერს, რომ სისტემური ძალადობა პოლიციის მხრიდან შემაშფოთებელია და ეს შედეგი დაუსჯელობის გამო დადგა. მათივე განცხადებით, პრობლემურია კვალიფიკაციაც, რომლითაც საქმეების გამოძიება იწყება. ხშირად საქმე გვაქვს წამებასთნ, თუმცა გამოძიება სამოხელეო დანაშაულის მუხლით იწყება. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში